მაიკ პომპეოს განცხადება

20.12.2020 00:45

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ რუსეთს შეერთებული შტატების ერთ-ერთი მტერი უწოდა. როგორც პომპეომ განაცხადა, ბევრს სურს ამერიკის ცხოვრების წესისთვის, დემოკრატიული პრინციპებისთვის ძირის გამოთხრა და მათ შორის ერთ-ერთი რუსეთია. მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არის ნამდვილი საფრთხე მათთვის, ვისაც თავისუფლება უყვარს. სახელმწიფო მდივანმა რუსეთი ამერიკულ სახელმწიფო უწყებებზე, არასამთავრობო დაწესებულებებსა და კომპანიებზე ბოლო მასშტაბურ კიბერშეტევაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკაზე განხორციელებული კიბერთავდასხმის მასშტაბი მედიამ გადაჭარბებულად გააშუქა. ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა, ჩინეთის ორგანიზებული ყოფილიყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო