საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება
აგვისტოს ომის დაწყების 14 წლისთავთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კვლავ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარებასა და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას. „რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ევროკავშირი ერთხმად უმკაცრესად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საფუძველს მოკლებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომს, ასევე კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებასა და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას. კვლავ მოვუწოდებთ ანგარიშვალდებულებისკენ, მათ შორის, წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევის სანდო გამოძიების გზით, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ, მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს და უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების სათანადო შესრულება. კვლავ სრულად მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით. ვადასტურებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში გლოვის დღეა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი გ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა მელიას გირაოს თანხა გადახდილია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster