საქართველოს პირველი არხის საჩუქარი მოლდოვის საზოგადოებრივ მაუწყებელს
საქართველოს პირველმა არხმა მოლდოვის საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი შენობის პროექტი საჩუქრად გადასცა. სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი 22 აგვისტოს, კიშინიოვში მოეწერა. მემორანდუმის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებელი მოლდოვის მაუწყებელს უსასყიდლოდ გადასცემს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. #31-ში ასაშენებელი ახალი შენობის საჯარო კონკურსისა და შემდგომში საჯარო ტენდერის ფარგლებში შესყიდულ არქიტექტურულ და მის თანმდევ პროექტს, რომელსაც მოლდოვის მაუწყებელი ადაპტირებული სახით გამოიყენებს. გარდა ამისა, მემორანდუმი გულისხმობს თანამშრომლობას შემდეგი მიმართულებებით: დოკუმენტური ფილმების, პროგრამების, ქვეყნების გეოგრაფიის, ენისა და კულტურის, წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების ამსახველი მედიაპროდუქტების გაცნობას და გავრცელებას; მედიაპროექტების ერთობლივი წარმოება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, მათ შორის მედიამასალების დაარქივების სფეროში; სპეციალისტების მომზადების თანამედროვე ფორმებისა და მეთოდების დანერგვაში დახმარება, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება და სასწავლო კურსების და სემინარების ჩატარება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პირველი არხის საჩუქარი მოლდოვის საზოგადოებრივ მაუწყებელს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პირველი არხის საჩუქარი მოლდოვის საზოგადოებრივ მაუწყებელს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში საქართველოს პირველ არხზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„რანინას“ გრანდიოზული ფინალი! ვინ გახდება საქართველოს ხმა 20...
რანინა ● Ranina
„სამი მუშკეტერი“ - საჩუქარი ფოტოს ავტორისგან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიკვირა სიურპრიზები მთაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანზორ ერქომაიშვილი 80
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster