ჰენრიკ იბსენის „თოჯინების სახლი“ - ლევან ბერძენიშვილი
ლიტერატურული გადაცემა „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს ჰენრიკ იბსენის გენიალურ დრამაზე, „თოჯინების სახლზე“. რატომ შეარჩია ეს ნაწარმოები წიგნის კლუბმა, რატომ დააყენეს ის „პერ გიუნტზე“, „ბრანდზე“ ან „ხალხის მტერზე“ მაღლა? უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ეს დრამა არის ყველაზე მაღალ ადამიანურ ღირებულებაზე, ადამიანის ღირსებაზე. დრქამის გმირი, ნორა, პერსონაჟებისა და მაყურებლისთვის სრულიად მოულოდნელად, წყნარი და თვინიერი ადამიანიდან გადაიქცევა პრომეთევსისებრ გიგანტად, რომელიც უარს ამბობს ოჯახზე, შვილებზე, მყუდრო ცხოვრებაზე და ირჩევს თავისუფლებას და გაურკვევლობაში მიდის. სკანდალი, რომელიც მოჰყვა ნორას საქციელს, წარმოუდგენელი იყო. მთელი საუკუნე შეაზანზარა ნორა ჰელმერის მიერ სახლის გკარის გაჯახუნებას. შექსპირისეული ვნებებით და ანტიკური ტრაგედიის მოტივებით პატარა ნორვეგიელმა ქალმა ერთდროულად გაახსენა მაყურებელს ანტიკურობის ორი უდიდესი გმირი ქალი, ანტიგონე და მედეა. რატომ ვერ გაუგო ტორვალდმა მეუღლეს, როგორ გასწირა უდედობისთვის უდედოდ გაზრდილმა ნორა ჰელმერმა თავისი შვილები, რა როლს ასრულებს ამ დრამაში მოახლოებული სიკვდილით მოცული ექიმი რანკი, რატომ არ დაადასტურა იბსენმა თავისი დრამის ფემინისტური ხასიათი, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში. 00:00 შესავალი 00:30 ჰერნიკ იბსენი 34:35 შეკითხვა მაყურებლებს
რადიო თავისუფლება-ის სხვა ვიდეოები
რა იციან რუსეთში ბუჩაზე და რას უყვება რუსული მედია...
„ყველაფერი ერთი შეცდომით იწყება“
საზღვაო სეზონი "ოკუპირებულ" ბათუმში
ცოლ-ქმარი, რომელიც წიგნებს წერს
"ეს საქმეები არის ხუხულასავით აგებული"
რა შენდება და რა ინგრევა მთაწმინდაზე
მოსკოვის მითები ნატოზე - პერსპექტივა
მითი #2: ჩინეთიდან ამანათების მიღება არ არის უსაფრ...
მსგავსი ვიდეოები
ჰენრიკ იბსენი "თოჯინების სახლი"
ანა ქობულია
სპექტაკლის პრემიერა სოხუმის სახელმწიფო თეატრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: ჰენრიკ იბსენი - ”გარეული...
Ilia State University
ჰენრიკ იბსენის „მოჩვენებების“ პრემიერა თავისუფალ თეატრში
TV IMEDI
ჰენრიკ იბსენის „მოჩვენებების“ პრემიერა თუმანიშვილის თეატრში
TV IMEDI
,,ახლა ჰენრიკ იბსენის პიესაზე ვმუშაობ ამერიკელ რეჟისორთან ე...
რადიო ფორტუნა FM 106.9 / Radio Fortuna FM 106.9
,,ბრძოლა ხელისუფლებისთვის” | ახალი სპექტაკლი რუსთავის თეატრშ...
შუადღე GDS / shuadge GDS
#ახალიდღე „მოჩვენებები“ - პრემიერა თუმანიშვილის თეატრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster