სპექტაკლის პრემიერა სოხუმის სახელმწიფო თეატრში

04.05.2019 01:30

სოხუმის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლის „თოჯინების სახლის“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი ჰენრიკ იბსენის პიესის მიხედვით რეჟისორმა დავით საყვარელიძემ დადგა. ეს არის სპექტაკლი, რომელიც ევროკავშირის პროგრამის - „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ და კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ერთობლივი ინიციატივით დაიდგა.

ცნობილი დრამატურგის პიესა მე-19 საუკუნეშია შექმნილი და გენდერულ პრობლემებსა და ქალთა უფლებების საკითხებს ეხმიანება. „თოჯინების სახლის“ თანამედროვე თეატრალური ვერსია სოხუმის თეატრში პირველად დაიდგა. სპექტაკლი, რომელიც ერთი ოჯახის ამბავს გვიამბობს, კიდევ 7 მაისს იქნება წარმოდგენილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog