ჰენრიკ იბსენის „თოჯინების სახლი“ - ლევან ბერძენიშვილი

03/16/2022

ლიტერატურული გადაცემა „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს ჰენრიკ იბსენის გენიალურ დრამაზე, „თოჯინების სახლზე“. რატომ შეარჩია ეს ნაწარმოები წიგნის კლუბმა, რატომ დააყენეს ის „პერ გიუნტზე“, „ბრანდზე“ ან „ხალხის მტერზე“ მაღლა? უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ეს დრამა არის ყველაზე მაღალ ადამიანურ ღირებულებაზე, ადამიანის ღირსებაზე. დრქამის გმირი, ნორა, პერსონაჟებისა და მაყურებლისთვის სრულიად მოულოდნელად, წყნარი და თვინიერი ადამიანიდან გადაიქცევა პრომეთევსისებრ გიგანტად, რომელიც უარს ამბობს ოჯახზე, შვილებზე, მყუდრო ცხოვრებაზე და ირჩევს თავისუფლებას და გაურკვევლობაში მიდის. სკანდალი, რომელიც მოჰყვა ნორას საქციელს, წარმოუდგენელი იყო. მთელი საუკუნე შეაზანზარა ნორა ჰელმერის მიერ სახლის გკარის გაჯახუნებას. შექსპირისეული ვნებებით და ანტიკური ტრაგედიის მოტივებით პატარა ნორვეგიელმა ქალმა ერთდროულად გაახსენა მაყურებელს ანტიკურობის ორი უდიდესი გმირი ქალი, ანტიგონე და მედეა. რატომ ვერ გაუგო ტორვალდმა მეუღლეს, როგორ გასწირა უდედობისთვის უდედოდ გაზრდილმა ნორა ჰელმერმა თავისი შვილები, რა როლს ასრულებს ამ დრამაში მოახლოებული სიკვდილით მოცული ექიმი რანკი, რატომ არ დაადასტურა იბსენმა თავისი დრამის ფემინისტური ხასიათი, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

00:00 შესავალი
00:30 ჰერნიკ იბსენი
34:35 შეკითხვა მაყურებლებს

ვიდეოები „რადიო თავისუფლება"-ისგან