შეთანხმება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. მას ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა მოაწერეს. ცერემონიაში, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრებმა მონაწილეობა ვირტუალურად მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გაფორმებული შეთანხმება მტკიცე საფუძველს უყრის ორ ქვეყანას შორის უფრო მყარი და კონსოლიდირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის საამიროს მმართველმა შეიხმა, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა კი აღნიშნა, რომ გაფორმებული შეთანხმება ახალი საეტაპო მოვლენა იქნება არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს ურთიერთობაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეთანხმება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პარტნიორობა
TV IMEDI
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არაბთა გაერთიანებულ საამიროებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეთანხმება საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურებს შორი...
TV Pirveli
შეთანხმება საქართველოსა და ესპანეთს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეთანხმება საქართველოსა და ესპანეთს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეკონომიკური შეთანხმება საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უვიზო მიმოსვლის შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster