მორიგი საპროტესტო აქცია დედაქალაქში

18.05.2024 04:38

მორიგი საპროტესტო აქცია დედაქალაქში - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირზე არიან შეკრებილები. მათი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსკენ მსვლელობით, „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიიდან გაემართა.

პარალელურად, 9 აპრილის ბაღში შეიკრიბნენ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების ნაწილი, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ და შემდეგ უკვე სამი მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტს, ახლა პარლამენტთან აპროტესტებენ.

აქცია-მსვლელობას აშუქებს ჩვენი ჟურნალისტი კესო ქაფიანიძე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება - გაჟღერდა თუ არა კიდევ ერთხელ მოთხოვნები და რას აცხადებენ აქციის მონაწილეები?

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi