ვითარება მარნეულში


1 000 ტესტი უკვე მარნეულშია.

რაიონში, სადაც დაავადების შიდა გავრცელების ყველაზე მაღალი საფრთხეა, ადგილობრივთა ნაწილს ტესტირებას ჩაუტარებენ. სამიზნე ჯგუფში პირველ რიგში ის ადამიანები შედიან, რომლებსაც 62 წლის მძიმე პაციენტთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდათ. ნიმუშებს აუღებენ მათაც, ვისაც საეჭვო სიმპტომები გამოუვლინა. კარდაკარ შემოწმების შემდეგ რამდენიმე ასეთი პირი უკვე საველე ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მათი ტესტირების პროცესს პირადად დაესწრო ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც მარნეულში ჩინეთიდან გამოგზავნილი ტესტები ჩაიტანა. მთავარი სიახლე ის არის, რომ მარნეულში ჩატანილი ე. წ. პისიარ ტექნოლოგიებზე დამყარებული ტესტების პასუხები საათნახევარში იქნება ცნობილი. მანამდე კი ლოდინის დრო ექვს საათს შეადგენდა.

ჩაკეტილ მარნეულში ლიკა ალელიშვილი, გიორგი პაჭიკაშვილი და ირაკლი გედენიძე მუშაობენ.

ლიკა ალელიშვილი გვეტყვის, ხომ არ გამოიკვეთა რაიონში „კოვიდ 19“-ით ინფიცირების შესაძლო ახალი შემთხვევები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან