Chrysler Town and Country 2002 | ავტომობილი 900$ - ად? | პროექტი კემპერი | სერია 01

15.08.2021 17:34

კემპერის საკუთარი ხელით აწყობა უკვე დიდი ხანია რაც მინდა. ამის შესახებ ძალიან ბევრი ვიდეო მინახავს თუ როგორ კეთდება და რა მარკა მოდელებია ამისთვის პოპულარული. 2021 წლის 17 ივლისს გადავწყვიტე რომ შემეძინა Chrysler Town and Country 2002 წლის გამოშვება, 3.3 V6 ძრავი 180 ცხენის ძალა, ავტომატური გადაცემათა კოლოფი, წინა წამყვანი თვლებით. ეს მოდელი გამოირჩევა იმით, რომ არის ძალიან ბიუჯეტური ვენ კატეგორია, მისი ნაწილები ძალიან ხელმისაწვდომ ფასებშია და როგორც მანქანა, თუ კარგად გამართავ საერთოდ უპრობლემოა. გარდა ამისა კონკრეტულად ეს მოდელები ა.შ.შ - ში იმდენად პოპულარულია, რომ იუთუბერები დღემდე არ წყვეტენ ამ ავტომობილის შესახებ ვიდეოების გადაღებას და სიამოვნებით კემპერობენ სხვადასხვა შტატებში. თუ გსურს ნახო როგორ გავმართავ ამ ავტომობილს საკუთარი ხელით და როგორ გადავაკეთებ კემპერად, დარჩი ჩემთან! გამოიწერეთ გვერდები FB:   / levankazishviliofficial   IG:   / levankazishvili   Youtube:    / levankazishvili   #Chrysler Town and Country #Campervan #ProjectCar

გაზიარება: