საბა ბუაძის ბრალდება

27.06.2023 02:05

საკრებულოს ფრაქცია „ლელო“ დიდ დიღომში დაგეგმილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებს და მერიას პროექტის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებამდე, მის გადახედვას სთხოვს. საუბარია პეტრე იბერის ქუჩაზე რამდენიმე ათეული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე, რომლის აშენებასაც, როგორც საბა ბუაძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, მერიასთან დაახლოებული დეველოპერი გეგმავს. ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარის შეფასებით, პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ვერანაირი საჯარო ინფრასტრუქტურა ვერ გაუძლებს ამ ტიპის მშენებლობას და ეს დამღუპველი იქნება როგორც გარემოსთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურნენ თბილისის საკრებულოს უმრავლესობაშიც. რევაზ სოხაძის თქმით, საბა ბუაძეს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, რადგან პროექტი ჯერ მზად არ არის, არსებული მონახაზი კი ჯერ კომისიებზე უნდა გავიდეს განსახილველად. მისივე განმარტებით, კომისიების ფორმატში ისეთი განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდება, რომელიც ქალაქისთვის იქნება მისაღები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„ლელო საქართველოსთვის“ განცხადება
01:36

„ლელო საქართველოსთვის“ განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საბა ბუაძის და ანა ბუჩუკურის დებატები - \"პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად\"
30:56

საბა ბუაძის და ანა ბუჩუკურის დებატები - "პოლიტიკა არჩილ გამზ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

საბა ბუაძის სიმღერა \"ლელოს\" იუბილეზე
01:04

საბა ბუაძის სიმღერა "ლელოს" იუბილეზე

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

საბა ბუაძის განცხადება
01:08

საბა ბუაძის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვანოს შოუ | საბა ბუაძის და ბიძინა ივანიშვილის რეპ ბათლი
03:31

ვანოს შოუ | საბა ბუაძის და ბიძინა ივანიშვილის რეპ ბათლი

შაბათის შოუ ჯგუფი - Shabatis Show Group

ვანოს შოუ | საბა ბუაძე  და ტროლები
02:46

ვანოს შოუ | საბა ბუაძე და ტროლები

შაბათის შოუ ჯგუფი - Shabatis Show Group

“მარშალის გეგმის“ წარდგენა მთაწმინდა კრწანისის რაიონის მოსახლეობისთვის
02:06

“მარშალის გეგმის“ წარდგენა მთაწმინდა კრწანისის რაიონის მოსახ...

Lelo For Georgia - ლელო საქართველოსთვის

ელენე ხოშტარიამ და საბა ბუაძემ ცესკო-ს დღევანდელი სხდომა და განსახილველი საკითხები გააპროტესტეს
01:19

ელენე ხოშტარიამ და საბა ბუაძემ ცესკო-ს დღევანდელი სხდომა და...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო