მასობრივი ფეხბურთის კვირეული დაიწყო


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული დაიწყო.

კვირეულის პირველი აქტივობა დღეს, #ვიფლეისთრონგ - საქართველოს ფარგლებში ქალაქ გორში გაიმართა. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებმა 60-მდე გოგონამ მიიღო. აღნიშნული აქტივობით, გორში #ვიფლეისთრონგ კამპანიის ახალი ლოკაცია შეიქმნა. მთელი წლის განმავლობაში პროგრამის მონაწილე გოგონებს რეგულარულ ყოველკვირეულ საფეხბურთო ვარჯიშებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, სალომე ხუბულური და ქალთა საფეხბურთო გუნდის „გორი იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი, რიჩარდ ოიებადე ჩაუტარებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან