პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო - პროცესი 13 ივნისამდე გაგრძელდება


პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო - პროცესი 13 ივნისამდე გაგრძელდება. აპლიკაციის ელექტრონულად შევსების შემდეგ კი მოსწავლის ჩასარიცხად შესაბამისი დოკუმენტაცია მშობელმა ან კანონიერმა პირმა უნდა წარადგინოს. ამისთვის ვადა განსაზღვრულია 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დილის ცხრა საათიდან უკვე თერთმეტი ათასმა მოსწავლემ გაიარა რეგისტრაცია. ჯამურად 32 ათასი ბავშვი უკვე დარეგისტრირებულია, პირველი, მეორე და მესამე ეტაპის ფარგლებში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან