აშშ-მ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაასანქცირა

08.01.2025 01:16

ამერიკამ „მაგნიტსკის გლობალური სიის“ ფარგლებში, უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსანს, ანტალ როგანს კორუფციაში მონაწილეობის გამო სანქციები დაუწესა. როგანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მეთიუ მილერის განცხადებაში ნათქვამია, რომ ცნობების მიხედვით, როგანი ხელმძღვანელობდა სქემებს, რომლებიც უნგრეთის ეკონომიკის სტრატეგიული სექტორების კონტროლის მოპოვებაზე იყო გათვლილი. როგანს ცენტრალური როლი ეკავა უნგრეთში ისეთი სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელმაც სარგებელი მოუტანა მას და მის პარტიას უნგრელი ხალხის ხარჯზე. მილერის განცხადებით, როგანის საქმიანობა დაუსჯელობის უფრო ფართო კლიმატის სიმბოლოა უნგრეთში, სადაც სახელმწიფოს მთავარი ელემენტები ოლიგარქებმა და არადემოკრატიულმა აქტორებმა ჩაიგდეს ხელში. როგანის დასანქციერებას გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. პიტერ სიიარტოს თქმით, ეს არის პირადი შურისძიების აქტი ამერიკის წარუმატებელი ადმინისტრაციის ელჩის მხრიდან უნგრეთში მივლენილი ელჩის, რომელიც ახლა წარუმატებლად და სამარცხვინოდ ტოვებს თანამდებობას. „საბედნიეროდ, რამდენიმე დღეში შეერთებულ შტატებს უხელმძღვანელებენ ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აღიქვამენ მეგობრად და არა მტრად“, - აღნიშნავს სიიარტო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გლობალური პოლიტიკა — 3 თებერვალი, ნაწილი I
00:00

გლობალური პოლიტიკა — 3 თებერვალი, ნაწილი I

აშშ-მ  ივანიშვილის გუნდის მიმართ შესაძლოა მალე ყველაზე მკაცრი ნაბიჯი გადადგას
08:12

აშშ-მ ივანიშვილის გუნდის მიმართ შესაძლოა მალე ყველაზე მკაცრ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

აშშ-მ საქართველოს ორი გემი აჩუქა
02:38

აშშ-მ საქართველოს ორი გემი აჩუქა

ამერიკის ხმა

აშშ-მ და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოში დაძაბულობის დეესკალაციას - კარპენტერი
00:33

აშშ-მ და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოში...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

„აშშ-მ უნდა გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა, მათ შორის მიანოშნოს სანქციების დაწესებაზე“
02:21

„აშშ-მ უნდა გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა, მათ შორ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

აშშ-მ ევროკავშირიდან იმპორტირებული ავტომობილების დაბეგვრის იდეაზე შესაძლოა უარი თქვას
00:35

აშშ-მ ევროკავშირიდან იმპორტირებული ავტომობილების დაბეგვრის ი...

PalitraNews

აშშ-მ სირიელ მეამბოხეებს 50 ტონა საბრძოლო მასალა მიაწოდა
00:33

აშშ-მ სირიელ მეამბოხეებს 50 ტონა საბრძოლო მასალა მიაწოდა

Music Box

ქართული არმია ახალი ამერიკული იარაღით აღიჭურვა
01:51

ქართული არმია ახალი ამერიკული იარაღით აღიჭურვა

ამერიკის ხმა

ყველა ვიდეო