ძალიან დიდი ამორალური საქციელია კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და მანიპულირება - პრემიერი
ხალხი ძალიან კარგად ხედავს, თუ ვინ დგას სიმართლის მხარეს. რაც ხდება ბოლო დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური აქცია, პოლიტიკური აქტი."- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციური ტელევიზიების წარმომადგენელთა საპროტესტო აქციების შესახებ, რომელიც TV პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ იმართება. "მე მინდა მოგისამძიმროთ ყველას თქვენი კოლეგის გარდაცვალება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ჩვენთვის ყველასთვის, მაგრამ ძალიან დიდი ამორალური საქციელია სწორედ თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით მანიპულირება საზოგადოებაზე. სპეკულირებს ერთადერთი დესტრუქციული ძალა - ეს არის სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. ყველა, ვინც ახლა არის გაერთიანებული მის გარშემო, რა თქმა უნდა, ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ჟურნალისტების ის ნაწილი, რომელიც უკვე პირდაპირ არის ჩაბმული ამ პოლიტიკურ კამპანიაში და აქციებში, ეს რა თქმა უნდა არ აისახება კარგად მედია გარემოზე, მაგრამ ეს მათი არჩევანია. ჩვენ, მთავრობა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ, ჟურნალისტებს გქონდეთ თავისუფალი მუშაობის, გადაადგილების საშუალება. ამისთვის მთავრობამ ყვლაფერი გააკეთა. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ყველა რეიტინგებით არის მოწინავე, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ წინ და ჩვენთან მედია თავისუფლება არის გარანტირებული. ჩვენთან 2 კვირის ფარგლებში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახსნას ტელევიზია და მედიამ დაიწყოს ოპერირება საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ჩვენი ვებ გვერდი: https://multimedia.ge ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9
MULTIMEDIA GE-ის სხვა ვიდეოები
პრაიდის ყოფილი მხარდამჭერი და მონაწილე ამხელს – რა...
თავდასხმა "მთავარი არხი"-ს ჟურნალისტსა და ოპერატორ...
ცხარე კამათი ნინო ბურჯანაძესა და კურიერის წამყვანს...
მიშა, ჩამოდი, ხომ დამპირდი "ჩამადნებზე" ვზივარო -...
ლევან ბერძენიშვილი POSTV-ს ექსპერიმენტში
გადაეცით თქვენ ქალაჩუნა გენ.დირექტორს – ირაკლი კობ...
თქვენ ხართ პროვოკატორები და მატყუარები - ირმა ინაშ...
პროკურატურამ ივერი მელაშვილის საუბარი ფარულად ჩაწე...
მსგავსი ვიდეოები
გია ცაგარეიშვილი და ნანა კაკაბაძე გადაცემაში „იმედი LIVE“
TV IMEDI
ვახტანგ კაპანაძე აშშ-ის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტზე | „...
Formula News
მაისიდან, დამატებით 23 000-ზე მეტი ვეტერანი ფულად დახმარებას...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემ...
TV IMEDI
დღეს ნამდვილად ავიღეთ პარლამენტი შტურმით მორალური უპირატესობ...
Tv Kavkasia
ბასილ კობახიძე - საქართველოს დაბადება
მეორე მსოფლიო ომი - ზემარტივი ახსნა (ნაწილი 2)
ერთ კვირიანი ვლოგი/ VLOG/ Work, Unboxing, Graduation
Khattiet