მაღაროელთა პროტესტი დასრულდა


მაღაროელების მასშტაბური პროტესტი დასრულებულია. შეთანხმება მიღწეულია. ისინი სამუშაოს უბრუნდებიან. გადაწყვეტილებას წინ „ჯორჯიან მანგანეზსა“ და გაფიცულ თანამშრომელთა შორის მოლაპარაკებები უძღოდა, რომელსაც მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.  თავდაპირველად მაღაროელებს ხელფასი 25 პროცენტით პირველი ივლისიდან მოემატებათ, დამატებით კიდევ 10 პროცენტიანი ზრდა კი, ერთი წლის განმავლობაში მოხდება.  ასევე,  დამსაქმებელი კომპანია სამუშაო პირობების გაუმჯობესების ვალდებულებასაც იღებს. განცხადებაში, რომელიც შეთანხმების დეტალებს მოიცავს, ასევე წერია, რომ  კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, კვების ინდივიდუალურად  დაფინანსების მოდელი დაინერგოს.

მაღაროელების აქცია თერთმეტი დღის განმავლობაში  გრძელდებოდა. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და  ხელფასის 50 %-ით მატებას ითხოვდნენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან