2023 წლის ბიუჯეტის პროექტი

2022-10-03 00:00:00

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება. 2023 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა ხუთი პროცენტის ფარგლებშია დაგეგმილი. მისი მოცულობა 21 მილიარდ 302 მლნ ლარით განისაზღვრება. დაგეგმილია დაფინანსების გაზრდა, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების, საგარეო საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროებისთვის.\n\nრაც შეეხება ძალოვან უწყებებს, მოიმატებს მათი დაფინანსებაც. კერძოდ, ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია ერთი მილიარდ 260 მილიონი ლარი, რაც 2022 წლის მონაცემებს 257 მილიონით აღემატება.\n\nეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\nმოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  \nგამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \nვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\nმისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\nდაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\nამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან