ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამა


ბათუმში ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში, დღეს 40 ოჯახს ახალი ბინა გადაეცა. პროგრამა გათვლილია ბათუმში რეგისტრირებულ იმ მოსახლეობაზე, რომელთაც არ გააჩნიათ საკუთარი ბინა და ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვა შეუძლიათ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, უკვე 80 ოჯახია დაკმაყოფილებული. პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართი წლის ბოლოს, კიდევ 100 ოჯახს გადაეცემა. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ოთხი ხუთსართულიანი კორპუსი აშენდა. ამ ეტაპზე დამატებით კიდევ ოთხი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროგრამაში მონაწილე ოჯახების შერჩევა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ, ბინების შერჩევა კი, ლოტოტრონის წესით განხორციელდა. დღემდე, პროექტის განხორციელებისთვის 13 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან