საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში


ვლადიმერ პუტინი მომდევნო ექვსი წელი ისევ რუსეთის პრეზიდენტი იქნება - მან არჩევნებზე ხმების 85.13 პროცენტი მიიღო. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, პუტინმა ხალხს მიმართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნამ, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. „ნატო-ს სამხედროები უკრაინაში არიან წარმოდგენილები. ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ იქ გვესმის ფრანგული და ინგლისური საუბარი. არაფერი კარგი ამაში არ არის პირველ რიგში მათთვის, რადგან მათ კლავენ დიდი რაოდენობით. მე ვისურვებდი, რომ საფრანგეთმა არ შეასრულოს ის როლი, რაც უფრო ამძაფრებს და აღრმავებს კონფლიქტს, არამედ პირიქით, მოძებნოს გზა მშვიდობიანი შეთანხმებისთვის,“ - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე უპასუხა კითხვას - „შუადღე პუტინის წინააღმდეგ“ პროტესტის შესახებ, რაზეც თქვა, რომ ამას დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია და ეს პროტესტი პირიქით, დაეხმარა მისი საქმის გაკეთებაში, რადგან მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მიცემისკენ მოუწოდეს. „მნიშვნელობა არ აქვს, ვის მისცეს ხმა, ეს კარგი იყო, თუმცა, როგორც მე მესმის, ამას შედეგებზე არანაირი გავლენა არ ჰქონია“, – თქვა პუტინმა. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ ეს დემოკრატიაა, პუტინმა უპასუხა: „ეს ცხოვრებაა“.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან