დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი

05.09.2022 05:05

გაერთიანებულ სამეფოს ახალი პრემიერ მინისტრი ეყოლება. ისტორიაში მესამედ, ქვეყანას სათავეში ქალი ჩაუდგება. დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლიზ ტრასი „კონსერვატიულმა პარტიამ“ ახლა თავმჯდომარედ აირჩია და ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად ემზადება. ის ამ თანამდებობაზე ბორის ჯონსონს შეცვლის, რომელმაც მსოფლიოს თავი უკრაინის აქტიური მხარდაჭერით დაამახსოვრა. ტრასი იქნება მე-15 პრემიერ-მინისტრი ელისაბედ მეორის მმართველობის პერიოდში და ასევე პირველი პრემიერი, რომელსაც დანიშვნის წინ აუდიენციაზე არა ლონდონის ბუკინგემის სასახლეში, არამედ დედოფლის შოტლანდიის რეზიდენციაში მიიღებენ. როგორი იქნება დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ მინისტრი - ნახეთ სიუჟეტში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო