აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ფერმერებს ზარალი აუნაზღაურდებათ

02.07.2023 01:16

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ. ერთ-ერთი ასეთი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის მკვიდრია. ალექსანდრე მოსულიშვილს ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავლის 70% გაუნადგურდა. მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია და მას ზარალი, 26,500 ლარი სადაზღვეო კომპანია „ალდაგისგან“ აუნაზღაურდება. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა ისეთ სადაზღვევო რისკებს ფარავს როგორიცაა - სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: