#დარჩისახლში დაიცავი შენი და სხვისი სიცოცხლე!


საქართველო პიკის პერიოდს უახლოვდება. პროგნოზები მძიმეა. პაატა იმნაძემ ჩვენი ეთერიდან მოსახლეობას პირდაპირ უთხრა, რომ მკაცრი შეზღუდვების და სოციალური დისტანცირების დარღვევის შემთხვევაში, ქვეყანაში შესაძლოა იტალიის მაგალითი განმეორდეს. აღდგომის ღამის ლიტურგიის დროს, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა დაცული იქნება დისტანცია - ასეთია ხელისუფლებასთან კონსულტაციების შემდეგ საპატრიარქოს გადაწყვეტილება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელების შეფასებით, ეპიდაფეთქების თავიდან ასაცილებლად, გადამწყვეტი იქნება მომდევნო ოთხი დღე.

,,დარჩით სახლში, რომ გადავრჩეთ”-ეს არის ექიმების მთავარი მოწოდება და ერთადერთი გამოსავალი შექმნილ ვითარებაში, რათა ორი-სამი კვირის შემდეგ მოსალოდნელი ყველაზე ცუდი სცენარი, რეალობად არ იქცეს, დაავადების გავრცელების სისწრაფის შენელება შეუძლებელი არ აღმოჩნდეს და ჯანდაცვის სისტემამ ნაკადების მართვა შეძლოს. მკაცრი მოწოდებების და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ქუჩებში დღესაც შეინიშნებოდა ხალხმრავლობა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან