პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

01.04.2013 01:10

დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. საჯარო სკოლაში ბავშვების დარეგისტრირება ახლა უკვე ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი. რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი 19 აპრილიდან, მეორე - 25 აპრილიდან 3 ივნისის ჩათვლით, ხოლო მე-3 - 29 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. სკოლაში ბავშვის მიყვანა მშობელს 5 წლის ასაკიდან იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მას 5 წელი 15 სექტემბრამდე შეუსრულდა. სასწავლო წლის დაწყებისთანავე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველა პირველკლასელს საბავშვო სასწავლო კომპიუტერს გადასცემს. 1-დან 20 აპრილის ჩათვლით რეგისტრაციას აბიტურიენტებიც გაივლიან. მაგისტრანტებისთვის კი ამ პროცედურების განხორციელება 5 აპრილიდან იქნება შესაძლებელი. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/12boTZq

გაზიარება: