42° პარალელი - ეკონოკრატია


2008 წელს ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში სტუმრობისას (70 მილიონი ფუნტის ღირებულების ახალი კამპუსის გახსნისას), ინგლისის დედოფალმა იკითხა, თუ რატომ ვერ შეძლეს ამოდენა კრიზისის დანახვა ეკონომისტებმა.
ამ კითხვაზე პასუხი, დღესაც გაუცემელია. თუმცა, მას შემდეგ, ეკონომიკურ მეცნიერებაში დაიწყო რეფორმაციის მოძრაობა, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა.
მითი ბაზრის უხილავი ხელის ყოვლისშემძლეობაზე ნელ-ნელა ინგრევა. დღეს სულ უფრო ხშირად გვესმის, რომ ეკონომიკა არ უნდა დავუტოვოთ მხოლოდ ეკონომისტებს და ეს სფერო უნდა გავხადოთ ხელმისაწვდომი და გასაგები ყველასთვის.
წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ „ეკონოკრატიას“ და ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს საკითხებს მივანდობთ ექსპერტთა მცირე ჯგუფს.
ტატო ხუნდაძის სიუჟეტი მოგვითხრობს „ეკონოკრატიის“ საფრთხეებისა და ეკონომიკური სწავლების რეფორმის მნიშვნელობაზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან