„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა


მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება

დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური უძღვებოდნენ.

შეხვედრას, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი უახლოეს დღეებში წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

ვრცლად: http://gov.ge/s/6f8be

Facebook : https://www.facebook.com/miaofgeo
Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia
Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან