საქართველოში უმუშევრობა კვლავ ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად რჩება. დღეს „ახალი ამბების\" გადამღებმა ჯგუფმა ახმეტის მოსახლეობასთან მცირე გამოკითხვა ჩაატარა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ყველაზე დიდ პრობლემას ქალაქში უმუშევრობა წარმოადგენს. მათივე თქმით, დღემდე გადაუჭრელ საკითხად რჩება აგრეთვე სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სასმელი წყლის არარსებობაც. ახმეტელები არნიშნული პრობლემების მოგვარებას როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოითხოვენ.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1gRO4Zg
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1gRO4Zg