ჯორჯ კენტი საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდა

13.10.2018 01:06

საქართველოში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლები მოინახულა. ჯორჯ კენტი ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას და განცხადება გააკეთა. “ათი წელი გავიდა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციიდან. დღეს მოვედი აქ, რათა შევახსენო ქართველ ხალხს, რომ შეერთებული შტატები მათ გვერდითაა და რომ მსოფლიოს არ დავიწყებია, თუ რა მოხდა აქ. საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს ამ გამყოფ ხაზს საერთაშორისო საზღვრად და ჩვენთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება ნებისმიერი მცდელობა, შეცვალონ საქართველოს საზღვრები მისი სუვერენიტეტის დარღვევით. საქართველოს მოქალაქეები ცხოვრებასა და მოღვაწეობას ოკუპაციის ჩრდილში აგრძელებენ. ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია. ჩვენ აღშფოთებული ვართ საქართველოს მოქალაქეების დაუსრულებელი დაკავებებით, არასათანადო მოპყრობითა და სიკვდილით; ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ამ ადამიანების ოჯახებს. ჩვენ ჩვენი მეგობრების გვერდით ვდგავართ საქართველოში და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები: შეწყვიტოს ამ ერთეულების ქვეყნებად აღიარება და გაიყვანოს რუსული ჯარები ომამდელ პოზიციებზე. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, ნება დართოს ხალხისთვის ესოდენ საჭირო ჰუმანიტარული დახმარების შესვლას აღნიშნულ რეგიონებში. შეერთებული შტატები მტკიცედ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს მთავრობასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმართ.” ეს იყო განცხადება, რომელიც შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ საოკუპაციო ზოლთან გააკეთა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ჯორჯ კენტი საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებს მოინახულებს
00:27

ჯორჯ კენტი საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებს მოინახულებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჯორჯ კენტი: სასწორზე საქართველოს მომავალია
05:06

ჯორჯ კენტი: სასწორზე საქართველოს მომავალია

ამერიკის ხმა

კენტი: “მოღალატე” და “ფაშისტი” არ არის პოლიტიკური დისკუსიისას გამოსაყენებელი სიტყვები
05:32

კენტი: “მოღალატე” და “ფაშისტი” არ არის პოლიტიკური დისკუსიისა...

ამერიკის ხმა

ჯორჯ კენტის განცხადება - გამოხმაურება თბილისში
07:01

ჯორჯ კენტის განცხადება - გამოხმაურება თბილისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჯორჯ კენტის ვიზიტი
04:30

ჯორჯ კენტის ვიზიტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საქართველოს პოლიტიკური კლასი უფრო მეტად  ფოკუსირებულია შიდაპოლიტიკურ დრამაზე - ჯორჯ კენტი

საქართველოს პოლიტიკური კლასი უფრო მეტად ფოკუსირებულია შიდაპ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

კენტი: მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს
14:53

კენტი: მთავრობა სენატორების კეთილ ნებას რისკავს

ამერიკის ხმა

\"საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის საშიში მომენტი იყო\" - კენტი

"საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის საშიში მომენტ...

ამერიკის ხმა

ყველა ვიდეო