როგორ განვითარდა რუსთაველის გამზირზე მოვლენები

21.06.2019 01:43

რუსთაველის გამზირზე ვითარება ღამის განმავლობაში უკიდურესად დაძაბული იყო. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, დემონსტრანტები სპეცდანიშნულების რაზმის კორდონის გარღვევას და პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ. მანამდე კი აქციის მონაწილებს საკანონმდებლო ორგანოს დაკავებისკენ ნიკა მელიამ მოუწოდა. სპეცდანიშნულების რაზმმა დემონსტრანტების დაშლა ჯერ წყლის ჭავლით სცადა, ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენება კი ღამის პირველ საათსა და ათ წუთზე დაიწყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: