კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო


„ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამის“ დახურვის ცერემონია გაიმართა სასტუმრო „სტამბაში“. ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი დაესწრო და კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა.

პროგრამას, ამერიკის საელჩოს ფინანსური დახმარებით, „რონდელის ფონდი“ ახორციელებდა. „ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის პროგრამა, ძირითადად სამ მიმართულებას - საერთაშორისო ურთიერთობებს, უსაფრთხოებასა და ეკონომიკას მოიცავს. პროგრამაში მონაწილეობას საჯარო მოხელეებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებიც იღებდნენ. კურსი ერთწლიანია და სწავლის პროცესში ქართველ ლექტორებთან ერთად, ამერიკელებიც არიან ჩართულები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან