ომი უკრაინაში - 355 - ე დღე


უკრაინაში ომი გრძელდება - რუსმა სამხედროებმა ორი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან 23-ჯერ გახსნეს ცეცხლი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით ოკუპანტებმა ნაღმტყორცნებითა და არტილერიით 17 დასახლება დაბომბეს, ბახმუტის მიმართულებით კი 13 დასახლებას შეუტიეს.

რუსეთის საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაზარალდა ხერსონის 14 დასახლებული პუნქტი. უკრაინის არმიამ რუსეთის საბრძოლო მასალის საცავებზე და ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილებზე მიიტანა იერიში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის ცაში სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავები და რამდენიმე საჰაერო ბურთი გაუშვა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან