თენგიზ ცერცვაძის მიმართვა


სჭირდება თუ არა საქართველოს ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფო, – ამ სათაურით განცხადებას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში, თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ პერიოდულად ცალკეული ექსპერტების მიერ განიხილება საკითხი, - სჭირდება ქვეყანას ცალკე ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფო, თუ ჯობს, ინფექციური პაციენტების მომსახურება ხდებოდეს მრავალპროფილურ საავადმყოფოებში. ის რომ ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ცალკე ინფექციური საავადმყოფო, ცერცვაძე საერთაშორისო გამოცდილებით ასაბუთებს და არგუმენტებად ასევე მოჰყავს კონკრეტული ციფრებით გამყარებული სტატისტიკა, რამდენად ეფექტიანი და მნიშვნელოვანი შედეგი აქვს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებითაც კი საქართველოს ინფექციურ საავადმყოფოებს. საკითხის დღეს  მარინა ეზუგბაიაც გამოეხმაურა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან