თენგიზ ცერცვაძის მიმართვა

29.08.2020 00:48

სჭირდება თუ არა საქართველოს ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფო, – ამ სათაურით განცხადებას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში, თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ პერიოდულად ცალკეული ექსპერტების მიერ განიხილება საკითხი, - სჭირდება ქვეყანას ცალკე ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფო, თუ ჯობს, ინფექციური პაციენტების მომსახურება ხდებოდეს მრავალპროფილურ საავადმყოფოებში. ის რომ ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ცალკე ინფექციური საავადმყოფო, ცერცვაძე საერთაშორისო გამოცდილებით ასაბუთებს და არგუმენტებად ასევე მოჰყავს კონკრეტული ციფრებით გამყარებული სტატისტიკა, რამდენად ეფექტიანი და მნიშვნელოვანი შედეგი აქვს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებითაც კი საქართველოს ინფექციურ საავადმყოფოებს. საკითხის დღეს  მარინა ეზუგბაიაც გამოეხმაურა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: