ძლიერი ყინვის გამო ქალაქის გარკვეულ ნაწილს წყალი არ მიეწოდება. ამიტომ დღეს თელავის ტერიტორიული მართვის ორგანოების რწმუნებულებმა თელავის მოსახლეობას წყალი დაურიგეს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ოჯახს წყალი არ მიეწოდება, მათ შეუძლიათ, დაუკავშირდნენ უბნის რწმუნებულებს, ან- წყალმომარაგების კომპანიის სერვისცენტრს. როგორც ცენტრალური თელავის ტერიტორიული მართვის ორგანოს რწმუნებული ალექსანდრე როსტიაშვილი აცხადებს, წყლის დარიგება მანამდე გაგრძელდება, სანამ ქალაქში წყალმომარაგების პრობლემა არ მოიხსნება.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1b7NcAD
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1b7NcAD