საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე, თავდაცვის სამინისტროს ახალი ინტერნეტ რესურსის - საქართველოს სამხედრო ისტორიის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ისტორია, ქართული იარაღ-საჭურველის მიმოხილვა, საქართველოს ეროვნული გმირების და ღვაწლმოსილი სამხედრო პირების ბიოგრაფიები, თავდაცვის სამინისტროს ტესტების აპლიკაცია - ეს იმ სიახლეთა ჩამონათვალია, რომლებსაც სტუმრები, სპეციალურად შექმნილ ინსტალაციაში, დილიდან ეცნობოდნენ. მოზარდებს, მათ მშობლებს, საქართველოს ეროვნული გმირების შთამომავლებს, რეგიონებიდან და უცხო ქვეყნებიდან ჩამოსულ ვიზიტორებს, პროექტის ავტორი, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელი, იასონ ნაჭყებია მთელი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, სტუმრებს, საქართველოს ეროვნული გმირების გამოსახულებიანი მაისურებით ასაჩუქრებდნენ.
საქართველოს სამხედრო ისტორიის პროექტი (https://history.mod.gov.ge), თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა.