ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება მესაქონლეობის ფერმაში
10/27/2020
ვიდეო საინტერესოა მეცხოველეობის, კერძოდ მესაქონლეობის სექტორში დასაქმებული ფერმერებისათვის (პირველადი მწარმოებლებისათვის), იმისათვის რომ შეძლონ ვეტერინარული პრეპარატების სწორი და რაციონალური გამოყენება, რაც უზრუნველყოფს ცხოველთა ჯანმრთელობის და კეთილდღეობის დაცვას და ასევე, გააუმჯობესებს სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სტანდარტებს რძისა და ხორცის სექტორში. ვიდეოსთან ერთად შეიქმნა სახელმძღვანელო - \"ვეტერინარული პრეპარატების გამოყენების სახელმძღვანელო მესაქონლეობის სექტორში დასაქმებული ფერმერებისათვის\".
სახელმძღვანელოს შექმნის საჭიროება დღეისათვის საქართველოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე დადგა, კერძოდ: ფერმერთა დიდ ნაწილს არ აქვს წვდომა საგანმანათლებლო ლიტერატურაზე, კერძო ვეტერინარული სექტორი სრულად ვერ ახდენს ფერმერთა საჭიროებების დაკმაყოფილებას, ქვეყანაში არ მოქმედებს ვეტერინარული რეცეპტების გაცემის სისტემა და შესაბამისად, ფერმერთათვის ადვილად ხელმისაწვდომია ყველა სახის ვეტერინარული პრეპარატი (მათ შორის ანტიბიოტიკები, ჰორმონები და იმუნოლოგიური პრეპარატები), ეფექტურად ვერ ხორციელდება მეცხოველეობის პირველადი წარმოების სახელმწიფო კონტროლი, ვეტერინარული პრეპარატების და სხვა დამაბინძურებლების ნარჩენების სახელმწიფო კონტროლის შედეგები მეტყველებს ვეტერინარული პრეპარატების, მათ შორის აკრძალული ვეტერინარული პრეპარატების ხშირ და არამიზნობრივ გამოყენების გავრცელებულ პრაქტიკაზე და ა.შ.
სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ გადმოტვირთოთ ბლოგი აგრონავტიდან https://blog.agronavt.ge/, ასევე სახელმძღვანელოს მოკლე საინფორმაციო ვერსია შეგიძლიათ მოიძიოთ მობილურ აპლიკაცია Agronavti-ში. Agronavti-ი ხელმისაწვდომია Android-ის და Apple iOS-ის მომხმარებლებისთვის და ქართულენოვანია. სახელმძღვანელო შექმნილია მოთხოვნაზე დაფუძნებული ინოვაციური პროექტის - ინვესტირება ხარისხიან და უვნებელ მესაქონლეობაში (SQIL) ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის გაუმჯობესებას რძის პროდუქტებისა და საქონლის ხორცის ღირებულებათა ჯაჭვში. პროექტს ახორციელებს Land O’Lakes Venture37-ი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ.