მსჯავრდებული ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში - მთავრობის განცხადება
03/11/2024
ზურა ადეიშვილის ევროპული ვოიაჟების გამო პროტესტი ოფიციალურ დონეზე გამოთქმულია.
ევროკავშირის და გერმანიის ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ. შეშფოთებაა გამოხატული მთავრობის სპეციალურ განცხადებაშიც. საქართველოდან 2012 წელს წასულ და რამდენიმე მძიმე საქმისთვის დაუსწრებლად მსჯავრდებულ ყოფილ მინისტრთან ოფიციალური შეხვედრების გამართვა ევროპულ ფასეულობებს ეწინააღმდეგება და საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს - ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია იმ შეხვედრებზე, რომლებიც უკრაინულმა დელეგაციამ ადეიშვილის მონაწილეობით ჯერ ბერლინში, შემდეგ კი ევროკომისიაში გამართა. მიმართვები მხოლოდ ბრიუსელით და ბერლინით არ შემოიფარგლა. საქართველოში ძებნილი და სხვადასხვა საქმეზე ბრალდებული ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების დაწინაურების გამო ოფიციალურ კიევს ქართული მხარე განმარტებებს და მათ გადმოცემას სთხოვს. უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი ადეიშვილი ერთადერთი ქართველი ექს-მაღალჩინოსანი არ არის, რომელიც წლებია, უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობას იკავებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.