საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა


პარლამენტი მნიშვნელოვანი კანონ-პროექტის კენჭისყრისთვის ემზადება.

პირველი მოსმენით კენჭი უნდა უყარონ მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომლის მიხედვით მომავალი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ანუ ეს არის პროექტი, რომელმაც შესაძლოა 2020 წელს საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი მკვეთრად შეცვალოს. ამიტომ პროცესის მიმართ განსაკუთრებით მაღალი ინტერესია, მითუმეტეს, რომ მმართველ გუნდს ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება. საპარლამენტო უმრავლესობაში არ მალავენ, რომ თანაგუნდელების გარკვეული ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ამ წუთამდე ეწინააღმდეგება. იმისთვის, რომ პროექტი არ ჩავარდეს, მინიმუმ 113 ხმაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია 3%-იან ბარიერს და ბლოკების დაშვებას ითხოვდა და პარლამენტში საკუთარი ვარიანტიც ჰქონდა ინიცირებული, მმართველი პარტიის პროექტის მხარდაჭერას მაინც აპირებს. ახლა საინტერესოა, მოახერხებს თუ არა გუნდის შიგნით საკმარისი ხმების მობილიზებას უმრავლესობა იმ საკითხის გარშემო, რომელიც წლების განმავლობაში პოლიტიკური სპექტრის და მესამე სექტორის მოთხოვნა იყო. 

თეონა მანაგაძეს დეტალებით პირდაპირ ეთერში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან