თვითმმართველობის არჩევნები - აშშ-ის საელჩოს განცხადება

04.10.2021 01:22

ამერიკის საელჩო 2 ოქტომბრის არჩევნებს ეხმაურება. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა კოვიდპანდემიის მიუხედავად, გამოხატავს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას დემოკრატიისა და საქართველოს ევროატლანტიკური გზის მიმართ. ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში. შეერთებული შტატები იზიარებს ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას, რომ არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ იყო ხარვეზებიც. საელჩოს მიაჩნია, რომ სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი შემაშფოთებელია. ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ ცნობებმა წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ. საქართველოში ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს. ჩვენ ვიზიარებთ ოდირის წუხილს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოლარიზებული მედიაგარემო, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის ფინანსებზე არასაკმარისი ზედამხედველობა, ქალთა ნაკლები წარმომადგენლობა კამპანიაში, ცნობები ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ. ჩვენ, ასევე, ვწუხვართ, რომ პარტიები აქცენტს აკეთებენ პირად თავდასხმებზე და არა ამომრჩეველთა პრიორიტეტებზე. ასეთი ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთი პარტიის ერთგულებას პრინციპისადმი, რომ პოლიტიკური ლეგიტიმაციის მოპოვება ან დაკარგვა საარჩევნო ყუთთან უნდა ხდებოდეს. საელჩო აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტური არის პროცესის გაუმჯობესების შესაძლებლობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები თვითმმართველობის არჩევნებზე
04:44

საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები თვითმმართველობის...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

როგორ აფასებს აშშ-ის ელჩი პოსტსაარჩევნო პროცესებს, ნამოხვანის პროტესტს - ინტერვიუ
23:24

როგორ აფასებს აშშ-ის ელჩი პოსტსაარჩევნო პროცესებს, ნამოხვანი...

Mtisambebi / მთის ამბები

\"ქალი და არჩევნები\" - მეორე გადაცემა - 20/09/2017
33:20

"ქალი და არჩევნები" - მეორე გადაცემა - 20/09/2017

tamila dolidze

კონგრესმენების შეხვედრა პრემიერთან
02:29

კონგრესმენების შეხვედრა პრემიერთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რა სიახლეები დახვდება უბანზე მისულ ამომრჩეველს
19:57

რა სიახლეები დახვდება უბანზე მისულ ამომრჩეველს

Guria News გურია ნიუსი

სევდია უგრეხელიძე - „ხელისუფლებაში გადაბარგებული დეპუტატები ამომრჩევლის ნდობას არ იმსახურებენ\"
05:32

სევდია უგრეხელიძე - „ხელისუფლებაში გადაბარგებული დეპუტატები...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის\" პროექტის პრეზენტაცია
01:42

„სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" პროექტის პრეზენტა...

ტელეკომპანია თანამგზავრი

თვითმმართველობის არჩევნები
02:58

თვითმმართველობის არჩევნები

TV IMEDI

ყველა ვიდეო