თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის მოსმენა
თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ისევ მთავრობაში. პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილს ამჯერად თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის რანგში მოუსმინა. საპარლამენტო ტრიბუნიდან ყოფილმა პრემიერმა რამდენიმე ინიციატივა დააანონსა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობის კანდიდატი საქართველოში იარაღის წარმოების ხელშეწყობას და ტყვიის საწარმოს მშენებლობას გეგმავს. მინისტრობის კანდიდატი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის რეფორმასაც აანონსებს. ამ კონტექსტში დღეს ღარიბაშვილმა მწვავედ გააკრიტიკა „გირჩის“ ის ინიციატივა, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაში ახალგაზრდებს სამხედრო სამსახურის გავლისგან ათავისუფლებს. ექს-პრემიერს ყოფილი თანაგუნდელების მწვავე კითხვების მოსმენაც მოუხდა. საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატებმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე, მათ შორის მოსამართლეების საკითხზეც ჰკითხეს. საკომიტეტო მოსმენამ დღესაც ოპოზიციის გარეშე ჩაიარა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„მოამბე“ 10 საათზე, 5 სექტემბერი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
მინისტრობის კანდიდატების მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკომიტეტო მოსმენა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის განაცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მმართველი გუნდის გადაწყვეტილება - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთავარი კითხვა | 09.10.12
GeoArchive
მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster