მირქმის დღესასწაული

15.02.2019 02:07

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღავლინა სადღესასწაულო წირვა, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართა. მირქმის დღესასწაულს უფლისადმი მიგებების დღესაც უწოდებენ და 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ამ დღეს ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა 40 დღის ყრმა იესო იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს, რომელსაც წმინდა სვიმეონი მიეგება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: