ქუთაისის „ტორპედოს’“ გულშემატკივართა აქცია

31.01.2020 00:58

ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ფეხბურთელების, მწვრთნელების, გუნდის ადმინისტრაციის და გულშემატკივრების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მაყურებლისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე დგანან და ცარიელ სტადიონს უყურებენ. მათი თქმით გუნდის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. აქციის მონაწილეები დახმარებას ყველა შესაბამის უწყებას თხოვენ.

შეგახსენებთ, რომ გუნდისთვის მიცემული ვადა არსებული დავალიანების დასაფარად 3 თებერვალს იწურება, ვადის გასვლის შემდეგ კი გუნდი უმაღლესი ლიგიდან მეოთხე ლიგაში გადავა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub