ომის 228-ე დღე უკრაინაში
ომის 228-ე დღეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. შედეგად დაღუპულია სულ მცირე, 17 ადამიანი. 49 მოქალაქე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, ბოლო რამდენიმე საათში, ქალაქის მიმართულებით 12 რაკეტა გაუშვეს. მათივე მტკიცებით, გამოყენებული იყო ტაქტიკური ავიაცია. რაკეტების უმეტესობა მრავალსართულიან სახლებს მოხვდა. ამჟამად ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურები. ხელისუფლებამ მოუწოდა მოქალაქეებს ნანგრევებში მოყოლილთა სამძებრო სამუშაოებში, მაშველებს თავადაც დაეხმარონ. მომხდარს უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი და რუსეთის არმიის მიერ საცხოვრებელ სახლებზე მიტანილ იერიშს, ტერორიზმი უწოდა. პარალელურად, გრძელდება საბრძოლო მოქმედებებიც. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები ბოლო 24 საათში უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს განაგრძობდნენ. ასევე 75-ჯერ გახსნეს ცეცხლი რეაქტიული სისტემებიდან. უკრაინელებსა და რუს სამხედროებს შორის კი 40 შეტაკება მოხდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე 9 დასახლებასთან რუსეთის არმიის შეტევის მოგერიება შეძლეს. უკრაინულმა ავიაციამ დღე-ღამეში 30 დარტყმა მიიტანა რუსი ჯარისკაცების პოზიციებზე. განადგურებულია ცოცხალი ძალა და ტექნიკა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჩაძირული რუსული ხომალდი — ომის 721-ე დღე უკრაინაში
Formula News
როგორია ომის 38 -ე დღე
TV IMEDI
ნუგზარ მგალობლიშვილის ისტორია - “საქართველოს დაბადება”
ომის საფრთხე | თენგო გოგოტიშვილის რეპორტაჟი
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ომის დასაწყისში უკრაინამ ნატოზე უარი თქვა, თუმცა პუტინი არ დ...
Euronews Georgia
ვეტერანების აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არქივის მასალები: ხუთდღიანი ომი ,,ბოროტების იმპერიასთან"
სამოქალაქო საზოგადოება XXI
ფოთში აგვისტოს ომის დროს დაღუპულები გაიხსენეს
www. tspress.ge