ომის 228-ე დღეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. შედეგად დაღუპულია სულ მცირე, 17 ადამიანი. 49 მოქალაქე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, ბოლო რამდენიმე საათში, ქალაქის მიმართულებით 12 რაკეტა გაუშვეს. მათივე მტკიცებით, გამოყენებული იყო ტაქტიკური ავიაცია. რაკეტების უმეტესობა მრავალსართულიან სახლებს მოხვდა. ამჟამად ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურები. ხელისუფლებამ მოუწოდა მოქალაქეებს ნანგრევებში მოყოლილთა სამძებრო სამუშაოებში, მაშველებს თავადაც დაეხმარონ. მომხდარს უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი და რუსეთის არმიის მიერ საცხოვრებელ სახლებზე მიტანილ იერიშს, ტერორიზმი უწოდა. პარალელურად, გრძელდება საბრძოლო მოქმედებებიც. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები ბოლო 24 საათში უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს განაგრძობდნენ. ასევე 75-ჯერ გახსნეს ცეცხლი რეაქტიული სისტემებიდან. უკრაინელებსა და რუს სამხედროებს შორის კი 40 შეტაკება მოხდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე 9 დასახლებასთან რუსეთის არმიის შეტევის მოგერიება შეძლეს. უკრაინულმა ავიაციამ დღე-ღამეში 30 დარტყმა მიიტანა რუსი ჯარისკაცების პოზიციებზე. განადგურებულია ცოცხალი ძალა და ტექნიკა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.