შალვა ნათელაშვილის განცხადება

23.10.2021 01:22

შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის კოალიციურ გაერთიანებაში მონაწილეობას ამ ეტაპზე არ მიიღებს. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ოპოზიციას წარმატებებს უსურვებს, თუმცა აცხადებს, რომ მათთან ერთად მხოლოდ მაშინ იქნებიან, როდესაც ოპოზიცია საპარლამენტო ბოიკოტს დაუბრუნდება და ხალხთან დადგება. განცხადება შალვა ნათელაშვილმა აეროპორტში გააკეთა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში შეხვედრები ვაშინგტონში, მთავარ პოლიტიკურ ცენტრებშია დაგეგმილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: