ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება

22.06.2022 03:49

ფასების ზრდის მიუხედავად, ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის შესაჩერებლად საჭირო ზომა ამჯერად არ გამოიყენა. წლის განმავლობაში რამდენჯერმე მომატებული რეფინანსირების განაკვეთი დღეს უცვლელად დატოვეს. რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები მოქალაქეებს აღარ გაუძვირდათ. ცენტრალური ბანკის ამ ნაბიჯს არ აპროტესტებენ ეკონომისტები იმ არგუმენტით, რომ მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება ეკონომიკურ აქტივობას ანელებს. თუმცა, შესაძლოა დღეს მიღებული გადაწყვეტილება გადაიხედოს. ეროვნული ბანკი მოვლენების განვითარების შესაბამისად რიგგარეშე სხდომის მოწვევას არ გამორიცხავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: