ელექტრო ველოსიპედის მადლი - კოსტავას ქუჩის აღმართის ავლა.
1 კვირაა უკვე რაც ჩემი სამთო ველოსიპედი ელექტროდ გადაკეთდა. 3 ივლისს დავთანხმდი შემოთავაზებას. 15 დღეში, 18 ივლისს გამზადებული გამოვიყვანე @voltobike -დან. ჩვეულებრივ ველოსთან შედარებით 2-3-ჯერ სწრაფად ვმოძრაობ, თან ნაკლები დატვირთვით მუხლებზე. ადგილიდან სწრაფად იძვრება და მანქანებთან აღარ ტეხავს შუქნიშანზე დგომა. მარცხნივ შეხვევის პრობლემაც ბევრგან მოიხსნა იმიტომ, რომ ნაკადის სიჩქარით ვმოძრაობ და აჩქარებითაც სწრაფად ჩქარდება და უკან მომავალს არ ვაფერხებ. აღმართები ცალკე თემაა. წავკისში საათი და ორმოცი წუთის ნაცვლად 40-50 წუთში ავდივარ ზაფხულის ცხელ დღეებში გაოფლიანების გარეშე. მოკლედ, კარგი რამეა და ძალიან ვემადლიერები მიხაილოს. არც ფეისბუკში და არც იუტუბზე ჯერ იმდენი გამომწერი არ მყავს, რომ ღირდეს რეკლამის გულისთვის ასეთი საჩუქრის გაკეთება ჩემთვის - კონფიგურაცია, რომელიც ეხლა ჩემს ველოზე აყენია, ორკვირიან ვადაში 1500 ლარი ჯდება. თუ ვინმეს სურვილი გექნებათ თქვენი ველოს ელექტროდ გადაკეთებაზე, ვადებზე და პირობებზე შეგიძლიათ პირადად მოელაპარაკოთ. რომ დაუკავშირდებით, გამოიყენეთ პრომო კოდი "velo blogi" და მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას. ძრავის სიმძლავრეა 250 ვატი; აკუმულატორი თბილისის რელიეფის გათვალისწინებით (თავისუფლების მოედნიდან წავკისამდე 8 კილომეტრი უწყვეტი აღმართის ჩათვლით) მყოფნის 35-38 კილომეტრზე. სრულ დამუხტავას ვანდომებ 6-7 საათს. 3-4 საათში საკმარისად იმუხტება საიმისოდ, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში 18 კილომეტრი გავიარო ბოლომდე ჩაჭერილი გაზით. ვრცელი მიმოხილვის ვიდეოს ვამზადებ და იუტუბზე აუცილებლად ავტვირთავ. მანამდე პატარა მონაკვეთი ნახეთ, კოსტავას ქუჩის აღმართზე როგორ არბის 30 კმ/სთმდე სიჩქარით. © ველობლოგი Volto Bike ➜ / voltobike My favorites list at Amazon ➜ https://www.amazon.com/shop/aragviani Blog ➜ https://mobilisinmobilige.blogspot.com/ Instagram ➜ / veloblogi telegram ➜ https://t.me/veloblogi facebook ➜ / mobilisinmobilige #ველობლოგი #cycling
ქართული ველობლოგი-ის სხვა ვიდეოები
03:17
პირველი ბრევეტი საქართველოში კავკასიის ველო ქსელის...
04:59
კავკასიის ველო ქსელის ველომსვლელობა "არ მინდა ვიყო...
03:20
როგორ უნდა იმოძრავოს ველოსიპედმა, მოძრაობის მიმართ...
01:47
პირველი ფრენა დრონით - ველობლოგი
04:12
სხვაობა ველოსიპედის ტუმბოებს შორის და რომელი მირჩე...
58:27
ველომოგზაურის ნაამბობი - შეხვედრა სანდრო დათიშვილთ...
02:14
რატომ სკდება საბურავები შემოდგომაზე და რით ვუშველო...
03:58
3 ივლისს, საქართველოში პირველად იმართება ბრევეტი .
მსგავსი ვიდეოები
შაომის ელექტრო ველოსიპედის - ვიდეო განხილვა
Xiaomi Georgia • შაომი საქართველო
1
არის თუ არა საჭირო სარკეები ველოსიპედისთვის? | როგორ ვიმოძრა...
Cyclist Vlog
როგორ გადამიკეთა "Volto Bike"-მა ჩემი Jamis trail X ელექტრო...
ქართული ველობლოგი
ახალი გზის აღმოჩენა • ვლოგი ფოთიდან
Sifrifana
გაგრილების გელის ბალი
Moda Summer Gel Related Products China Factory
დასუფთავების აქცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დედამიწის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური აქცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო