ოთო ნემსაძე, დელეგაციასთან ერთად, თელ-ავივში ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გაემგზავრა

04.05.2019 01:30

ოთო ნემსაძე, დელეგაციასთან ერთად, თელ-ავივში ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე გაემგზავრა. საქართველოს წარმომადგენელი პირველ რეპეტიციას ევროფესტივალის სცენაზე ხვალ გაივლის. რეპეტიციის შემდეგ, ოთო ნემსაძე საქართველოს საელჩოს, თელ-ავივის მერიისა და მხარდამჭერთა კლუბის ორგანიზებით დაგეგმილ შეხვედრას დაესწრება. მისი საკონკურსო სიმღერაა „სულ წინ იარე“ - მუსიკის ავტორია რომან გიორგაძე, ხოლო ტექსტი დიანა გიორგაძეს ეკუთვნის. ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 14 და 16, ხოლო ფინალი 18 მაისს გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: