გარდაცვლილი ექთნის საქმე


ვაქცინაციის შემდეგ, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით, სამედიცინო ექსპერტიზის შუალედური დასკვნა, სავარაუდოდ, ორშაბათს იქნება მზად, ამის შემდეგ ადვოკატები კომპანია „ასტრაზენეკას“ დოკუმენტებს გაუგზავნიან.

როგორც ცნობილია, „ასტრაზენეკამ“ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში ჩართვის თანხმობა განაცხადა, კომპანია გამოძიებაში ერთვება იმის დასადგენად, უკავშირდება თუ არა მეგი ბაქრაძის გარდაცვალება ვაქცინაციას. ექსპერტიზის დასკვნის გარდა, კომპანიას გადაეგზავნება ექთნის სამედიცინო ისტორია და სხვა საგამოძიებო მასალები.

მეგი ბაქრაძეს ვაქცინაციიდან ნახევარი საათის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან