არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა


რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მედიაციის პროცესში ჩართულ პოლიტიკოსებს მიმართავს და არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის ხედვას სთავაზობს. გეგმა ეყრდნობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 6-პუნქტიან ჩარჩო დოკუმენტს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ უმრავლესობამ უნდა გამონახოს სამართლებრივი გზები ოპოზიციისთვის პრინციპული მნიშვნელობის მქონე სისხლისსამართლებრივი საქმეების ფიგურანტი პირების სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გასათავისუფლებლად და მათი საქმეების დროებით შესაჩერებლად. თავის მხრივ, ოპოზიციამ უნდა აითვისოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული მანდატები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტში ორმხრივი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდაჭერით უნდა დაინიშნონ. პარლამენტის სპიკერატში ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბარი რაოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილნი.“ ეს არის მოკლედ იმ მიმართვის შესახებ, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“, „სამართლიანი არჩევნებისა“ და „დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „ლიბერალური აკადემია თბილისმა“ გაავრცელეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან