ლობისტური კომპანიებისთვის გადახდილი თანხები
მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს გიული ალასანია აწერს ხელს. კონტრაქტი 2022 წლის ივლისშია გაფორმებული. „აკერმანი“ ამ დროიდან მუშაობს იურიდიული კონსულტაციის გაწევაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ადვოკატ მასიმო დანჯელოს კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებთან, ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის ოფისთან, გლობალური სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტთან, კრისტოფერ ჰარვინთან და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილესთან. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „აკერმანმა“ მიხეილ სააკაშვილის საქმეში სამედიცინო და სხვა სახის მომსახურებისთვის 350 000 დოლარზე მეტი გადაიხადა. რაც შეეხება კონკრეტულად გადახდილ თანხებს, დოკუმენტის თანახმად, ერიკ გოლდსმიტმა მიიღო 75,864 დოლარი, სტიუარტ ფინკელმა – 79,012 დოლარი, Jupin International-მა 37,560 დოლარი, შაჰინ ლაჰანმა – 107,399 დოლარი, NMS Labs-მა – 1,621 დოლარი, ჯეიმს კობიმ – 2,923 დოლარი, მაიკლ კოსნეტმა – 6,825 დოლარი, GP International LLC-მა – 35,000 დოლარი, ხოლო David E. Smith MD \u0026 Associates-მა – 11,200 დოლარი. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გიული ალასანია გამოეხმაურა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ლობისტური კომპანიისთვის გადახდილი ფული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის საქმე - ლობისტური კომპანიისთვის გადახდილი ფული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიული ალასანია ამერიკული ლობისტური კომპანიისთვის 175 000 დოლ...
TV IMEDI
ლობისტური სკანდალი - გიორგი მუჩაიძე "დღის ქრონიკაში"
TV IMEDI
ლობისტური კომპანიები
TV IMEDI
ლობისტური კომპანია სააკაშვილის საქმეში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლობისტური კომპანიის სტატია სააკაშვილის შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლობისტური ზემოქმედების მავნე გავლენა ვიხილეთ ევროპარლამენტში...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia